გენადი ჩიტაძე
მეორე თანაშემწე გენადი ჩიტაძე ფლობს პროფესიულ განათლებას საზღვაო ნავიგაციის მიმართულებით და აქვს მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მშრალტვირთმზიდ (ბალკერის ტიპის) გემებზე. იგი გამოირჩევა დისციპლინით, პასუხისმგებლობითა და პროფესიული განვითარებისადმი მუდმივი სწრაფვით. გენადი მზად არის საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს ჩვენს მსმენელებს.
