Preaload Image
Back

კომპანიის ხარისხის პოლიტიკა და მიზნები

იმისათვის, რომ ჩვენი მომსახურება სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს, ჩვენი ხარისხის დეპარტამენტი მუდმივად მუშაობს ხარისხის ძირითადი პრინციპების შემუშავებასა და მათ განვითარებაზე. გარდა ამისა, იგი უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის ხარისხის კომპონენტებთან შესაბამისობის კონტროლს.

ხარისხის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს შიდა აუდიტების ჩატარება, შეუსაბამობების აღმოჩენა და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა. გარდა ამისა, ხარისხის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარე აუდიტების შედეგად მიღებული რეკომენდაციების კომპანიაში დანერგვასაც.

ხარისხის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ხარისხის პრინციპებს განიხილავს და ამტკიცებს პარტნიორთა საერთო კრება ყოველ წლიურად, რომელიც ხორციელდება QAS მოთხოვნათა დაცვით.

მერიდიანის ხარისხის პოლიტიკის შესაბამისად, სასწავლო ცენტრის გუნდი და მენეჯმენტი ვალდებულნი არიან განახორციელონ მომსახურება და წვრთნები მაღალი სტანდარტების დაცვით.

აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, ჩვენს ცენტრში დასაქმებულნი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. მერიდიანში ვზრუნავთ ჩვენი კადრების პროფესიულ განვითარებაზე, ამიტომ პერიოდულად, მათი კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების მიზნით, ვუგეგმავთ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებებით.

დღეისათვის, ცენტრი უზრუნველყოფს ხარისხის მართვას ISO 9001:2015 სტანდარტის ყველა მოთხოვნათა დაცვით.

დაგვიკავშირდით