ჩვენი ისტორია
ნახევარი სიცოცხლის ზღვაში გატარების შემდეგ, მერიდიანის დამფუძნებლები მოიხიბლნენ იმ იდეით, რომ შეექმნათ ისეთი დაწესებულება, რომელშიც საკმაოდ რთული პროფესიის ადამიანები თავს იგრძნობდნენ კომფორტულად. შედეგად, მერიდიანის მთავარ ორიენტირს წარმოადგენენ მომხმარებლები, რის საფუძველზეც ცენტრი უზრუნველყოფს მეზღვაურთა წვრთნას, გადამზადებასა და სერტიფიცირებას ISO სტანდარტის ყველა მოთხოვნათა დაცვით.
მერიდიანის მართვა და მენეჯმენტი
მერიდიანის მმრთველობით ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა საერთო კრება, რომელსაც ესწრება ცენტრის პარტნიორები (დამფუძნებლები) და დირექტორები. პარტნიორთა საერთო კრება იმართება წელიწადში მინიმუმ ერთხელ. მას იწვევს ცენტრის პარტნიორ(ებ)ი ან დირექტორ(ებ)ი.
პარტნიორთა საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის ეკონომიკურ საქმიანობასთან, წესდებაში ცვლილებების განხორციელებასთან, პროკურის გაცემა/გაუქმებასთან, დირექტორების დანშვნა ან/და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, ამტკიცებს წლიურ ანგარიშს, შიდა საორგანიზაციო თუ ხარისხის სახელმძღვანელო დოკუმენტებს. მის უფლებამოსილებები შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებით.
პარტნიორთა საერთო კრების მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, წერილობითი ფორმით და აუცილებლია შესასრულებლად.
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ გამოცდილი საზღვაო ესქპერტთა ჯგუფი, რომელთაც მხრებს უკან გვაქვს საზღვაო ინტუსტრიაში მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილება. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს ინოვაციურ სწავლებას თანამედროვე ტექნოლოგიებით, სხვადასხვა თვალსაჩინო სასწავლო მასალებითა და მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორების დახმარებით. თითოეული ინსტრუქტორი აკმაყოფილების სწავლების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.
რას ვაკეთებთ?
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ხარისხიანი საზღვაო სწავლების სტანდარტების დაცვით საზღვაო უსაფრთოებისთვის აუცილებელი სასწავლო პროგრამების შემუშავებას. მათ საფუძველზე კი ახორციელებს მეზღვაურთა გადამზადებასა და სერტიფიცირებას. ტრენინგების მაღალი ხარისხის შენარჩუნება კი ხდება საერთაშორისო და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების დაკმაყოფილებით, რაც ჩვენს მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.
ჩვენი მისია
მერიდიანის მისიაა წვრთნის პროცესის იმგვარად განხორციელება, რომ უზრუნველყოს მსმენელთა კომპეტენციის ამაღლება STCW 1978 მოთხოვნათა დაცვით.
ჩვენი ხედვა
მერიდიანი იქნება მეზღვაურების სერტიფიცირებისა და გადამზადების ცენტრი, რომელსაც აქვს საერთაშორისო აღიარება და გამუდმებით მუშაობს მომსახურებისა და სწავლების ხარისხის განვიტარებასა და სრულყოფაზე.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის, რომელიც სრულად ფარავს საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს.
ჩვენი ღირებულებები
შპს „მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერის“ საქმიანობა ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს კორპორაციულ კულტურას, საწვრთნელი პროცესის ხარისხსა და დამოკიდებულებას თითოეული მსმენელისა თუ პარტნიორის მიმართ:
პროფესიონალიზმი და კომპეტენცია – ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია საზღვაო ინდუსტრიაში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითა და ინსტრუქტორებით. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, რათა მსმენელებს მივაწოდოთ უახლესი და დარგობრივად უტყუარი ცოდნა.
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და ხარისხი – ხარისხის მართვის სისტემა (ISO 9001:2015) და საერთაშორისო კონვენციების (STCW) მოთხოვნების განუხრელი დაცვა ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირია. ჩვენ არ ვახდენთ კომპრომისს სწავლებისა და სერტიფიცირების ხარისხის ხარჯზე.
უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა – ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვა და ნავიგაციის უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი საზრუნავია. ჩვენს მსმენელებს ვუყალიბებთ მაღალ პროფესიულ პასუხისმგებლობასა და რისკების ეფექტური მართვის უნარებს, რაც აუცილებელია თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიაში.
ინოვაციები და ტექნოლოგიური განვითარება – ჩვენ მუდმივად ვახდენთ სასწავლო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სიმულატორებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზებას, რათა საწვრთნელი გარემო მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალურ საზღვაო პირობებთან.
მსმენელზე ორიენტირებულობა და პარტნიორობა – ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული მეზღვაურისა და დამსაქმებელი კომპანიის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ვქმნით მოქნილ, მხარდამჭერ და ეთიკურ სასწავლო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან და ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე.
