იაგო კეჟერაძე
კაპიტანი იაგო კეჟერაძე ფლობს ბაკალავრის ხარისხს საზღვაო ნავიგაციის მიმართულებით. იგი ამჟამად ოპერირებს კაპიტნის პოზიციაზე და დაგროვილი აქვს პრაქტიკული გამოცდილება მშრალტვირთმზიდ (ბალკერის ტიპის) გემებზე ნავიგაციისა და მართვის კუთხით. იაგო გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. იგი თავისუფლად ფლობს სამ ენას, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო კომუნიკაციაში.
