Preaload Image
Back

მერიდიანი გთავაზობთ გემის პოლარულ წყლებში ექსპლუატაციის წვრთნებს!

პირველად საქართველოში მერიდიანი გთავაზობთ გემის პოლარულ წყლებში ექსპლუატაციის საბაზისო და გაფართოებულ წვრთნებს!
სსიპ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მერიდიანის IMO მოდელ კურსები აღიარა.
დღეიდან მერიდიანში შეგეძლებათ წვრთნები გაიაროთ:
IMO მოდელ კურსი 7.11: გემის პოლარულ წყლებში ექსპლუატაციის საბაზისო წვრთნები
IMO მოდელ კურსი 7.12: გემის პოლარულ წყლებში ექსპლუატაციის გაფართოებული წვრთნები
კურსებს ამ მიმართულებით გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები, რომლებსაც აქვთ პოლარულ წყლებში ცურვის მრავალწლიანი გამოცდილება და მზად არიან ეს ცოდნა ჩვენს მსმენელებს გაუზიარონ.
კურსები ჩატარდება Wartsila-ს უახლესი მოდელის სიმულატორზე: NTPRO: Navi-Trainer Professional 5000 Full Mission