Preaload Image
Back
MERIDIAN-MARITIME-TRAINING-CENTER-BECAME-A-PARTNER-OF-MINTRA

საზღვაო საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი მერიდიანი კომპანია Mintra-ს (Safebridge) პარტნიორი გახდა.

3 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საზღვაო საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი მერიდიანი კომპანია Mintra-ს (Safebridge) პარტნიორი გახდა.
სასწავლო ცენტრი მზად არის უზრუნველყოს საზღვაო სწავლების მზა ხელმისაწვდომობა და მაღალი ხარისხი, რითაც დააკმაყოფილებს პარტნიორების, მომხმარებლისა და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებს.
დღეიდან მერიდიანს მიეცა საშუალება ყველა მეზღვაური გადაამზადოს და გასცეს 20-ზე მეტი ელექტრონული რუქების მწარმოებლის სპეციფიკური კურსების შესაბამისი სერტიფიკატები, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ქართველი მეზღვაურების დასაქმებას. All type specific ECDIS courses!!!
„მოხარულები ვართ, რომ შევძლებთ გავაღრმაოთ Meridian-ის მეზღვაურების გამოცდილება Mintra -Safebridge-ის საზღვაო კურსების პორტფელის მეშვეობით.
ჩვენი ბიზნესის ზრდისა და სამომავლო წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტნიორებთან მუშაობა, რომლებსაც აქვთ კარგი გამოცდილება საზღვაო სფეროში.
ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ მეზღვაურებს ხარისხიანი საზღვაო ტრეინინგები, რომელსაც ეს ღირებული პროფესია იმსახურებს“, – კაპიტანი ირაკლი შარაბიძე, მერიდიანის დირექტორი.
„მოხარულები ვართ, რომ Meridian Maritime Training Center-ი ჩვენი ECDIS ტრენინგების პროვაიდერი გახდა. ეს კი არის ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების ხარისხის დამსახურება, რომელსაც ენდობა საზღვაო კომპანიები.Mintra -Safebridge პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მათმა მეზღვაურებმა სწრაფად და დროულად გაიარონ მაღალი ხარისხის ტრეინინგ კურსები ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას,” ემანოლია კოლიასი, დირექტორი, Mintra.
2023 წლის 20 იანვარს Meridian Maritime Training Center-სა და Mintra -Safebridge-ს შორის ხელშეკრულების ვურტუალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
შეხვედრას ესწრებიდნენ: ბატონი ირაკლი შარაბიძე – კაპიტანი, მერიდიანის დირექტორი და თანადამფუძნებელი, ბატონი თამაზ მიქელაძე – კაპიტანი, მერიდიანის დირექტორი და თანადამფუძნებელი, ბ-ნი გელა გოგიტიძე – უფროსი თანაშემწე, ინსტრუქტორი, ECDIS-ის სპეციფიური კურსების კურატორი; ქალბატონი ნინო კახიძე – კორპორატიული იურისტი და Meridian-ის იურიდიული წარმომადგენელი, Mintra Channel-ის დირექტორი ემანოლია კოლიასი, ასევე Key Account Manager Jannis Schack.