Preaload Image
Back

MERIDIAN-მა თავის ექსკლუზიურ პარტნიორ NOVIKONTAS-ს საქართველოში უმასპინძლა!

 MERIDIAN-მა თავის ექსკლუზიურ პარტნიორ NOVIKONTAS-ს საქართველოში უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში NOVIKONTAS-სა და MERIDIAN-ს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება არაკონვენციური საწვრთნელი კურსების ერთობლივად განხორციელების შესახებ.
ლატვიური კომპანია NOVIKONTAS არის ერთ-ერთი მსოფლიოს 5 საუკეთესო საზღვაო საწვრთნელ ცენტრს შორის, რომელიც მოწინავე ადგილს იკავებს, როგორც სწავლების ხარისხის, ასევე აღჭურვილობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით.
კომპანიის მიზანს წარმოადგენს მეზღვაურის პროფესიის პოპულარიზება.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს მომხმარებლებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა არაკონვენციური საწვრთნელი კურსები გაიარონ მსოფლიოს ლიდერი საწვრთნელი ცენტრის ინსტრუქტორების მენტორობის ქვეშ.