Preaload Image
Back

კომპანიის ხარისხის პოლიტიკა და მიზნები

მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერი არის მაღალკვალიფიციური, საზღვაო სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომპანია, რომელიც მეზღვაურებს აწოდებს კვალიფიციურ ტრენინგებს. 

მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერის მთავარი ამოცანაა მაღალი სტანდარტის ტრენინგის მიწოდება მეზღვაურებისათვის მათი მოლოდინის გადაჭარბების მიზნით. 

კომპანიის უმაღლესი მენეჯმენტი იღებს ვალდებულებას ზემოაღნიშნული ამოცანის განხორციელებაზე  შემდეგი სტრატეგიული მიზნების დასახვით: 

  • ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებთან  შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სახელშეკრულებო, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • დაინტერესებულ მხარეთა მოთხოვნა-მოლოდინის მუდმივი მონიტორინგი მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდის მიზნით;
  • ადმინისტრაციული და სასწავლო-საწვრთნელი პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება;
  • რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მართვა;
  • დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი ტრენინგების მიწოდება მეზღვაურებისათვის;
  • ხარისხის მართვის სისტემის შიდა პროცესების მუდმივი სრულყოფა;
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა;
  • ხარისხის მართვის სისტემის მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა. 

დაგვიკავშირდით