მარიამ მგელაძე
ხარისხის უზურნველყოფის მენეჯერი. მარიამ მგელაძე არის გადაზიდვებისა და საერთაშორისო საზღვაო სამართლის დოქტორანტი ანკარის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. მას წარმატებით აქვს დასრულებული საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტი, მალტა და აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საზღვაო სამართალში. ის იყო საზღვაო სამართლის, საერთაშორისო საზღვაო კონვენციური სამართლისა და გადაზიდვების სამართლის მოწვეული მასწავლებელი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. მარიამ მგელაძეს აქვს საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში მუშაობისა და თანამშრომლობის გამოცდილება. ის გასცემს სამართლებრივ კონსულტაციებს საზღვაო სამართლის, საზღვაო შრომითი სამართლისა, და საჯარო საზღვაო სამართლის მიმართულებით. ის მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში საზღვაო უშიშროების, საზღვაო გარემოს დაცვისა, და დიგიტალიზაციის კუთხით. მას აქვს გამოცემული სტატიები, რომელიც წარმატებით დაიბეჭდა საერთაშორისო ჯურნალებში. მარიამი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.
მარიამი პასუხისმგებელია მერიდიანის მიერ განხორციელებული მომსახურების ხარისხზე. ის აანალიზებს მომხმარებელთა შეფასებებს და უზრუნველყოფს მათ კომპანიაში ინტეგრირებას. მარიამი უზრუნველყოფს მერიდიანის მიერ გაწეული მომსახურების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობას.