მერიდიანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანიამ ლოიდის რეგისტრმა, გარე აუდიტების შედეგად, გადაწყვიტა, რომ მერიდიანი აკმაყოფილებს ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და გამოსცა შესაბამისი სერტიფიკატი.
პარტნიორობის ფარგლებში ლოიდის რეგისტრი განახორციელებს ყოველწლიურ მონიტორინგს, რათა უზრუნველყოს პროგრამებისა და განათლების პროცესის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
ლოიდის რეგისტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.