კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
-
დამაგრების (მორბების) ოპერაციების ძირითადი პრინციპები, საფრთხეები და უსაფრთხოების მოთხოვნები;
-
სამორბო გვარლების (mooring lines), კუდების (tails), სტოპერების (stoppers), მესენჯერების (messengers) და მათთან დაკავშირებული გემბანის მოწყობილობების ფუნქციები, ტიპები და მასალები;
-
გარემოსა და დინამიკური ძალების გავლენა სამორბო სისტემაზე და დატვირთვის განაწილებაზე;
-
LDBF, MBLSD, WLL და SWL-ის მნიშვნელობა და მათი ოპერაციული დანიშნულება;
-
სამორბო ჯალამბრების (mooring winches), მუხრუჭების, ქლაჩების (clutches), დოლებისა (drums) და ძირითადი გემბანის მოწყობილობების უსაფრთხოდ გამოყენების წესები;
-
წინასწარი სამორბო დაგეგმვის, რისკების შეფასების/JSA-სა და toolbox talk-ის ჩატარების პრინციპები;
-
ეფექტური, ორმხრივი (closed-loop) კომუნიკაციის მნიშვნელობა ხიდი–წინა გემბანი–უკანა გემბანი–ნაპირი/ბუქსირის ურთიერთქმედებისას;
-
line-of-fire, გვარლის მარყუჟში (bight) მოხვედრის, მოჭერის/ჩაჭყლეტის (pinch/crush) და დინამიკური უკუცემის (snap-back) საფრთხეები და უსაფრთხო პოზიციების შერჩევის წესები;
-
დამაგრების (mooring), გვარლების კონტროლის (line tending), მოხსნის (unmooring) და გვარლების აღდგენა/დახვევის (line recovery) ძირითადი ეტაპები;
-
სამორბო გვარლების, კუდების, ჯალამბრებისა და გემბანის მოწყობილობების შემოწმების და ხილული დაზიანებების ან ტექნიკური მომსახურების საჭიროების შეფასების წესები;
-
MSMP/LMP-ის დანიშნულება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოების მოთხოვნები;
-
სამორბო ჯალამბრის მუხრუჭის render test-ის დანიშნულება, უსაფრთხოების კონტროლის ზომები, ძირითადი პროცედურა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოების წესი;
-
სახიფათო პირობების, აღჭურვილობის გაუმართაობის, კომუნიკაციის დაკარგვის ან გვარლის გაწყვეტის რისკის შემთხვევაში სწორი რეაგირების წესები და სამუშაოს შეჩერების უფლებამოსილების (Stop-Work Authority) გამოყენება.
კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
Course Features
- Lecture 0
- Quiz 0
- Duration 10 weeks
- Skill level All levels
- Language English
- Students 0
- Assessments Yes






