Preaload Image
Back

კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა

Free
IMG_1002
Free

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • სამაშველო კატარღისა და სამაშველო კანჯის სტრუქტურა და აღჭურვილობა, აღჭურვილობაში არსებული ჩამონათვალის ჩათვლით;
  • სამაშველო ნავისა და სამაშველო კატარღის მახასიათებლები და შესაძლებლობები;
  • სხვადასხვა ტიპის სამაშველო ნავებისა და სამაშველო კატარღების კონსტრუქციისა და საექსპლუატაციო პრინციპების იდენტიფიკაცია;
  • სამაშველო კატარღის წყალზე დაშვების მეთოდები შტორმის პირობებში;
  • სამაშველო ნავის შეკეთების მეთოდები ბორტზე;
  • გემის დატოვების პროცედურის საფეხურები;
  • სამაშველო კატარღის ექსპლუატაცია წყალში და მისი შეკეთება შტორმის დროს;
  • ხელსაწყოების ენერგო განმუხტვასთან დაკავშირებული საფრთხეები;
  • სარემონტო პროცედურები;
  • სამაშველო ნავის სიგნალების იდენტიფიცირება;
  • სამაშველო ნავის მომზადება და ამუშავება;
  • სამაშველო ნავის ძრავის დამხმარე აქსესუარები ცეცხლმაქრი აღჭურვილობის ჩათვლით;
  • სამაშველო ნავის მართვის თავისებურებანი შტორმის პირობებში;
  • საკვებისა და წყლის პროპორციული დანაწილება ნებისმიერი სამაშველო საშუალებების პირობებში;
  • სამაშველო ნავის აღმოჩენისა და ლოკაციის დადგენის შესაძლებლობის მაქსიმალური გაზრდის პრაქტიკული ზომები;
  • ვერტმფრენის სამაშველო მეთოდების იდენტიფიკაცია;
  • ჰიპოთერმიის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, პრევენციული ზომები, დამცავი საფარისა და ტანსაცმლის გამოყენება სპეციალური საევაკუაციო საკაცისა და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ჩათვლით;
  • სამაშველო საშუალების თავისებურებანი ნაპირთან მიახლოებისას;
  • სამაშველო საშუალების რადიო აღჭურვილობა EPIRB და SART-ის ჩათვლით;

 

კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;
  • მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ცნობა მეზღვაურის ჯამრთელობის შესახებ ან ჯამრთელობის ცნობა ფორმა 100 სანაპირო აკვატორიის მეზღვაურებისთვის;
  • მსმენელს უნდა ჰქონდეს გავლილი ოთხი ძირითადი კურსი, რომელიც მოიცავს გაცნობის და უსაფრთხოების ძირითადი სასწავლო ინსტრუქციებს STCW 1995 წლის VI/1 რეგულაციის შესაბამისად;
  • მსმენელს უნდა გააჩნდეს საჭირო ტექნიკური ცოდნა და სათანადო კვალიფიკაცია ამოცანების შესასრულებისათვის. არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
  • მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი და აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
  • იგი აკმაყოფილებს კოლექტიური სამაშველო საშუალებისა და სამაშველო კატარღის მართვის სპეციალისტის კვალიფიკაციის სერტიფიკატისათვის STCW-ის კოდექსის A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

კურსის დეტალები

კურსის ხანგრძლივობა 31.5 საათი
ენა ინგლისური
მსმენელთა რაოდენობა 1-12

Course Features

  • Lectures 0
  • Quizzes 0
  • Duration 10 weeks
  • Skill level All levels
  • Language English
  • Students 0
  • Assessments Yes