კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
-
გემზე ტვირთის განთავსების გეგმის (Cargo Stowage Plan) შედგენა/გამოყენება და თხევადი გაზის ტვირთის უსაფრთხოდ ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პრინციპები;
-
საზღვაო გარემოს დაბინძურების პრევენციის ძირითადი მოთხოვნები;
-
გემის მდგრადობისა და სანაოსნო ვარგისიანობის (ნავიგაბელობის) შენარჩუნების პრინციპები;
-
გემის კონსტრუქცია და ძირითადი სისტემები;
-
ტუმბოებისა და მილსადენების სისტემების მონიტორინგის პრინციპები;
-
ბალასტისა და ტვირთის სისტემების ექსპლუატაციის ძირითადი წესები;
-
საზომი და საკონტროლო მოწყობილობებზე გამოსახული მონაცემების მნიშვნელობა და მათი ინტერპრეტაციის საფუძვლები;
-
LPG ტანკერების კონსტრუქცია და აღჭურვილობა;
-
თხევადი გაზის ტვირთის ტრანსპორტირების ძირითადი პრინციპები;
-
საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებები;
-
ამ საკითხთან დაკავშირებული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შესაბამისი კონვენციები და საერთაშორისო მოთხოვნები.
კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
Course Features
- Lecture 0
- Quiz 0
- Duration 10 weeks
- Skill level All levels
- Language English
- Students 0
- Assessments Yes






