კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- ხანძართან ბრძოლის პროცედურები გემის ზღვაში მანევრირებასა და პორტში დგომის დროს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევახანძრთან ბრძოლის მოქმედებების თანმიმდევრობას, ტაქტიკასა და მართვას;
- ხანძართან ბრძოლის დროს წყლის გამოყენების როლი, მნიშვნელობა და ეფექტურობა წყლის გამოყენებით პრევენციული და მაკორექტირებელი მოქმედებების ჩათვლით;
- ხანძართან ბრძოლის დროს კომუნიკაციისა და კოორდინირების უზრუნველყოფა; – გემის სავენტილაციო სისტემის კონტროლი კვამლის დრენაჟის ჩათვლით;
- ხანძრის დროს საწვავის სრული კონტროლი ელექტრო გაყვანილობის სისტემის მართვა;
- ხანძარსაწინააღმდეგო პროცესებთან დაკავშირებული საფრთხეები (მშრალი დისტილაცია, ქიმიური რეაქციები, ორთქლის ბოილერის აალება);
- ხანძარსაწინააღმდეგო ზომები საფრთხისშემცველი ნივთიერებების მიმართ;
- ხანძართან დაკავშირებული უსაფრთხოების პირობების დაცვა სპეციფიკურ ნივთიერებებთან მუშაობის დროს (საღებავები და ა.შ.). ამ ნივთიერებების არასწორ შენახვასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები;
- ხანძრის დროს დაშავებულ ადამიანებთან გამკლავება და მათი დახმარება;
- სანაპირო მეხანძრეებთან თანამშრომლობის პროცედურები;
- გემის ეკიპაჟის დანაწილება და ვალდებულებების გადანაწილება გემზე დამონტაჟებულ სახანძრო სისტემებთან მიმართებით;
- გემის სხვადასხვა დანაყოფის სპეციფიკური სტრატეგიისა და ტაქტიკის გამოყენება ხანძართან ბრძოლის დროს;
კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები:
- კომპეტენციის სერტიფიკატი STCW კონვენციის II/1, II/2 ან II/3
მოთხოვნებთან შესაბამისობაში; - განათლების დიპლომი ან ვახტის ოფიცრის ან რადიო-ოპერატორის
კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი; - მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის
დამადასტურებელი მოწმობა;
ცნობა მეზღვაურის ჯამრთელობის შესახებ ან ჯამრთელობის ცნობა
ფორმა 100 სანაპირო აკვატორიის მეზღვაურებისთვის.
მსმენელთა რაოდენობა | 30 საათი |
ენა | <ინგლისური |
მსმენელთა რაოდენობა | 1-6 |
Course Features
- Lectures 0
- Quizzes 0
- Duration 3 hours
- Skill level All levels
- Language English
- Students 273
- Assessments Yes