Preaload Image
Back

ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა

Free
coursecover2
Free

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • მავნე თხევადი პროდუქტის ფიზიკური და ქიმიური თვისებები.
  • MARPOL-ის კონვენციების შესაბამისი წესები და სხვა შესაბამისი IMO დოკუმენტები, ინდუსტრიის სახელმძღვანელოები და პორტის რეგულაციები, რომლებიც გამოიყენება ქიმიურ ტანკერებზე;
  • ქიმიური ტანკერის დიზაინი, სისტემები და აღჭურვილობა;
  • შეძლებს საერთაშორისო კოდექსის (IBC) და სხვა შესაბამისი რეგულაციების გამოყენებას სახიფათო ქიმიკატების გადაზიდვასთან დაკავშირებით;
  • გაცნობიერებულია ტვირთის გადაქაჩვის თეორიულ საკითხებში და მახასიათებლებში, ტვირთის ტიპებსა და მათთან უსაფრთხო მუშაობის წესებში;
  • იცის ტანკერების უსაფრთხოების კულტურის და უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის ასპექტები;
  • აქვს მონიტორინგის და უსაფრთხოების სისტემების, მათ შორის საგანგებო გამორთვის პროცედურების, ცოდნა;
  • იცის თხევადი ტვირთის გავლენა გემის მართვაზე, სტაბილურობასა და სტრუქტურულ მთლიანობაზე;
  • შეუძლია ტვირთთან დაკავშირებული გეგმების, პროცედურების და სიების შექმნა და გამოყენება;
  • შეუძლია აირების დეტექტორების, ინსტრუმენტებისა და დანადგარების დაკალიბრება, გამოიყენება და მონიტორინგი;
  • შეეძლია ტვირთთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის მქონე პერსონალის მართვა და ზედამხედველობა;
  • ფლობს მასალათა უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილის ინფორმაციას;
  • გააზრებული აქვს შესაბამისი წესები და რეგულაციები უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით;
  • გააზრებული აქვს ქიმიურ ტანკერებზე უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა, შეუძლია რისკისა და პირადი უსაფრთხოების შეფასება;
  • იცის ქიმიური ტვირთის ოპერაციები;
  • შეუძლია ტვირთის გაზომვა და გამოთვლა;
  • ესმის ქიმიური ტანკერის საფრთხე და ფლობს ცოდნას უსაფრთხოების კონტროლის ზომების შესახებ;
  • იცის ქიმიური ტანკერის უსაფრთხოების გადაუდებელი პროცედურები;
  • გააზრებული აქვს აუცილებელი პროცედურები გარემოს ქიმიური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;
  • აცნობიერებს ქმედებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს შეჯახების, მეჩეჩზე დაჯდომისა და ქიმიური ტვირთის დაღვრისას;
  • იცის პირველადი სამედიცინო დახმარების პროცედურები ქიმიური ტანკერებისთვის სამედიცინო პირველი დახმარების სახელმძღვანელოს (MFAG) მითითებების შესაბამისად, საშიში ტვირთთან დაკავშირებულ საფრთხე სიტუაციებისთვის.

კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;
  • მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ცნობა მეზღვაურის ჯამრთელობის შესახებ ან ჯამრთელობის ცნობა ფორმა 100 სანაპირო აკვატორიის მეზღვაურებისთვის;
  • გავლილო საწვრთნელი კურსი „ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი კურსი“ STCW კონვენციის
    A-V/1-1 პარ. 6.1 მოთხოვნებთან შესაბამისად; ან
  • ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

Course Details

Duration 32 hours
language English
Students 1-8
Quizzes 11

Course Features

  • Lectures 0
  • Quizzes 0
  • Duration 54 hours
  • Skill level All levels
  • Language English
  • Students 28
  • Assessments Yes