კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- საგანგებო დაგეგმარება, შეუძლია მოახდინოს სათანადო რეაგირება საგანგებო სიტუაციებში;
- საგანგაშო სიგნალები, ეკიპაჟის ვალდებულებები, შეკრების სია, შეკრების ადგილები და პირადი დამცავი აღჭურვილობის სწორი გამოყენება;
- საგანგებო სიტუაციებში მოქმედება (ხანძარი, შეჯახება, დამიწება, გემის დატბორვა); – მოქმედებები განგაშის დროს; – საგანგებო წვრთნების მნიშვნელობა;
- ბორტზე საავარიო გასასვლელების, შიდა საკომუნიკაციო სისტემებისა და განგაშის სისტემების გამოყენება;
- გემების გარემოზე გავლენისა და იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც შესაძლოა გამოიწვიოს უბედურმა შემთხვევამ;
- გარემოს დაცვის პროცედურები;
- ზღვის ეკოლოგიის კომპლექსურობა და მრავალფეროვნება;
- ტექნიკური აღჭურვილობის სწორად გამოყენება;
- პირადი დამცავი აღჭურვილობები;
- დახურულ სივრცეში შესვლამდე მისაღები უსაფრთხოების ზომები;
- უბედური შემთხვევებისა და შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი საერთაშორისო რეგულაციები;
- ეკიპაჟის წევრებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარების ძირითადი პრინციპები; – ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნება;
- გემზე ეფექტური პირადი და სამუშაო კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობა;
- გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპები და კონფლიქტის მოგვარების მეთოდები ზოგადად მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით;
- სოციალური პასუხისმგებლობა, დასაქმების პირობები, ინდივიდის უფლებები და მოვალეობები და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების რისკები;
- დაღლილობის კონტროლის მნიშვნელობა;
- ძილის მნიშვნელობა, ყოველდღიური სამუშაო რუტინის გავლენა და დაღლილობის ყოველდღიური რითმის ცვლილებები;
- ფიზიკური და გარემოსდაცვითი სტრესის გავლენა მეზღვაურებზე;
- სამუშაო გრაფიკის ცვლილების გავლენა მეზღვაურის დაღლილობაზე.
კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები:
- კომპეტენციის სერტიფიკატი STCW კონვენციის II/1, II/2 ან II/3
მოთხოვნებთან შესაბამისობაში; - განათლების დიპლომი ან ვახტის ოფიცრის ან რადიო-ოპერატორის
კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი; - მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის
დამადასტურებელი მოწმობა;
ცნობა მეზღვაურის ჯამრთელობის შესახებ ან ჯამრთელობის ცნობა
ფორმა 100 სანაპირო აკვატორიის მეზღვაურებისთვის.
კურსის ხანგრძლივობა | 28 საათი |
ენა | ინგლისური |
მსმენელთა რაოდენა | 5-6 |
Course Features
- Lectures 0
- Quizzes 0
- Duration 9 hours
- Skill level All levels
- Language English
- Students 7
- Assessments Yes