Preaload Image
Back

აირზე და დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საბაზისო წვრთნა

Free
Free

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • თხევადი გაზ მზიდ ტანკერების საბაზისო ცოდნა;
  • საბაზისო ცოდნა თხევადი აირების ფიზიკური თვისებების შესახებ;
  • ტანკერების უსაფრთხოების კულტურისა და უსაფრთხოების მართვის ცოდნა და გაგება;
  • საბაზისო ცოდნა თხევადი გაზის ტანკერებზე სატვირთო ოპერაციების შესახებ;
  • საბაზისო ცოდნა ტანკერების სატვირთო ოპერაციებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ;
  • საბაზისო ცოდნა თხევადი გაზის ტანკერებზე საფრთხის კონტროლის შესახებ;
  • მასალების უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილის (MSDS) გააზრება;
  • აირის საზომი ხელსაწყოების და მსგავსი მოწყობილობების ფუნქციონირება და სათანადო გამოყენება;
  • უსაფრთხოების აღჭურვილობისა და დამცავი მოწყობილობების სათანადო გამოყენება;
  • საბაზისო ცოდნა უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკისა და პროცედურების შესახებ კანონმდებლობისა და მრეწველობის ინსტრუქციების შესაბამისად;
  • პირველადი დახმარების საბაზისო ცოდნა მასალების უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილის (MSDS) მითითებით;
  • საბაზისო ცოდნა საგანგებო პროცედურების შესახებ, მათ შორის საგანგებო გამორთვის შესახებ;
  • ტანკერის ხანძრის ორგანიზაცია და განსახორციელებელი ქმედებები;
  • განსაკუთრებული საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია ტვირთის გადაზიდვასთან და თხევადი აირების ნაყარი ტრანსპორტირებასთან;
  • ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გაზის ხანძრის ჩასაქრობად;
  • ხანძარსაწინააღმდეგო ქაფის ფიქსირებული სისტემის გამოყენება;
  • პორტატული ხანძარსაწინააღმდეგო ქაფის გამოყენება;
  • ფიქსირებული მშრალი ქიმიური სისტემების გამოყენება;
  • საბაზისო ცოდნა დაღვრის შეკავების ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებთან დაკავშირებით;

კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;
  • მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ცნობა მეზღვაურის ჯამრთელობის შესახებ ან ჯამრთელობის ცნობა ფორმა 100 სანაპირო აკვატორიის მეზღვაურებისთვის;
  • აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბაზისო წვრთნა.

 

კურსის დეტალები

კურსის ხანგრძლივობა 28 საათი
ენა ინგლისური
სტუდენტი 1-6

Course Features

  • Lecture 0
  • Quiz 0
  • Duration 10 weeks
  • Skill level All levels
  • Language English
  • Students 0
  • Assessments Yes