კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- ხანძართან ბრძოლის პროცედურები გემის ზღვაში მანევრირებასა და პორტში დგომის დროს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევახანძრთან ბრძოლის მოქმედებების თანმიმდევრობას, ტაქტიკასა და მართვას;
- ხანძართან ბრძოლის დროს წყლის გამოყენების როლი, მნიშვნელობა და ეფექტურობა წყლის გამოყენებით პრევენციული და მაკორექტირებელი მოქმედებების ჩათვლით;
- ხანძართან ბრძოლის დროს კომუნიკაციისა და კოორდინირების უზრუნველყოფა; – გემის სავენტილაციო სისტემის კონტროლი კვამლის დრენაჟის ჩათვლით;
- ხანძრის დროს საწვავის სრული კონტროლი ელექტრო გაყვანილობის სისტემის მართვა;
- ხანძარსაწინააღმდეგო პროცესებთან დაკავშირებული საფრთხეები (მშრალი დისტილაცია, ქიმიური რეაქციები, ორთქლის ბოილერის აალება);
- ხანძარსაწინააღმდეგო ზომები საფრთხისშემცველი ნივთიერებების მიმართ;
- ხანძართან დაკავშირებული უსაფრთხოების პირობების დაცვა სპეციფიკურ ნივთიერებებთან მუშაობის დროს (საღებავები და ა.შ.). ამ ნივთიერებების არასწორ შენახვასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები;
- ხანძრის დროს დაშავებულ ადამიანებთან გამკლავება და მათი დახმარება;
- სანაპირო მეხანძრეებთან თანამშრომლობის პროცედურები;
- გემის ეკიპაჟის დანაწილება და ვალდებულებების გადანაწილება გემზე დამონტაჟებულ სახანძრო სისტემებთან მიმართებით;
- გემის სხვადასხვა დანაყოფის სპეციფიკური სტრატეგიისა და ტაქტიკის გამოყენება ხანძართან ბრძოლის დროს;
კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- ცნობა მეზღვაურის ჯამრთელობის შესახებ ან ჯამრთელობის ცნობა ფორმა 100 სანაპირო აკვატორიის მეზღვაურებისთვის;
- ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა კონტროლზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა ორგანიზებას, ტაქტიკას და სიტუაციის მართვას STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად და განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტთან შესაბამისობას.
- მეზღვაურს უფლება აქვს, მიიღოს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი,
თუ:
ა) მას გავლილი აქვს საბაზისო წვრთნა;
ბ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილით განსაზღვრულ წვრთნისა და შეფასების მოთხოვნებს.
| მსმენელთა რაოდენობა | 30 საათი |
| ენა | <ინგლისური |
| მსმენელთა რაოდენობა | 1-8 |

Course Features
- Lecture 0
- Quiz 0
- Duration 3 hours
- Skill level All levels
- Language English
- Students 273
- Assessments Yes






