კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- მავნე თხევადი პროდუქტის ფიზიკური და ქიმიური თვისებები.
- MARPOL-ის კონვენციების შესაბამისი წესები და სხვა შესაბამისი IMO დოკუმენტები, ინდუსტრიის სახელმძღვანელოები და პორტის რეგულაციები, რომლებიც გამოიყენება ქიმიურ ტანკერებზე;
- ქიმიური ტანკერის დიზაინი, სისტემები და აღჭურვილობა;
- შეძლებს საერთაშორისო კოდექსის (IBC) და სხვა შესაბამისი რეგულაციების გამოყენებას სახიფათო ქიმიკატების გადაზიდვასთან დაკავშირებით;
- გაცნობიერებულია ტვირთის გადაქაჩვის თეორიულ საკითხებში და მახასიათებლებში, ტვირთის ტიპებსა და მათთან უსაფრთხო მუშაობის წესებში;
- იცის ტანკერების უსაფრთხოების კულტურის და უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის ასპექტები;
- აქვს მონიტორინგის და უსაფრთხოების სისტემების, მათ შორის საგანგებო გამორთვის პროცედურების, ცოდნა;
- იცის თხევადი ტვირთის გავლენა გემის მართვაზე, სტაბილურობასა და სტრუქტურულ მთლიანობაზე;
- შეუძლია ტვირთთან დაკავშირებული გეგმების, პროცედურების და სიების შექმნა და გამოყენება;
- შეუძლია აირების დეტექტორების, ინსტრუმენტებისა და დანადგარების დაკალიბრება, გამოიყენება და მონიტორინგი;
- შეეძლია ტვირთთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის მქონე პერსონალის მართვა და ზედამხედველობა;
- ფლობს მასალათა უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილის ინფორმაციას;
- გააზრებული აქვს შესაბამისი წესები და რეგულაციები უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით;
- გააზრებული აქვს ქიმიურ ტანკერებზე უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა, შეუძლია რისკისა და პირადი უსაფრთხოების შეფასება;
- იცის ქიმიური ტვირთის ოპერაციები;
- შეუძლია ტვირთის გაზომვა და გამოთვლა;
- ესმის ქიმიური ტანკერის საფრთხე და ფლობს ცოდნას უსაფრთხოების კონტროლის ზომების შესახებ;
- იცის ქიმიური ტანკერის უსაფრთხოების გადაუდებელი პროცედურები;
- გააზრებული აქვს აუცილებელი პროცედურები გარემოს ქიმიური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;
- აცნობიერებს ქმედებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს შეჯახების, მეჩეჩზე დაჯდომისა და ქიმიური ტვირთის დაღვრისას;
- იცის პირველადი სამედიცინო დახმარების პროცედურები ქიმიური ტანკერებისთვის სამედიცინო პირველი დახმარების სახელმძღვანელოს (MFAG) მითითებების შესაბამისად, საშიში ტვირთთან დაკავშირებულ საფრთხე სიტუაციებისთვის.
კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- ცნობა მეზღვაურის ჯამრთელობის შესახებ ან ჯამრთელობის ცნობა ფორმა 100 სანაპირო აკვატორიის მეზღვაურებისთვის;
- გავლილო საწვრთნელი კურსი „ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების გაცნობითი კურსი“ STCW კონვენციის
A-V/1-1 პარ. 6.1 მოთხოვნებთან შესაბამისად; ან - ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების გაცნობითი წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს საბაზისო წვრთნის აღიარებული კურსი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის შესაბამისად, ასევე უნდა ჰქონდეს ქიმმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს, ან გავლილი უნდა ჰქონდეს ქიმმზიდი ტანკერების სატვირთო ოპერაციების აღიარებული გაცნობითი წვრთნა და უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსის A-V/1-1 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
Duration | 32 hours |
language | English |
Students | 1-8 |
Quizzes | 11 |

Course Features
- Lectures 0
- Quizzes 0
- Duration 54 hours
- Skill level All levels
- Language English
- Students 28
- Assessments Yes