Preaload Image
Back

გემის უსაფრთხოდ მიბმის ოპერაცია

Free
safe_mooring_operations_500x500
Free

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • დამაგრების (მორბების) ოპერაციების ძირითადი პრინციპები, საფრთხეები და უსაფრთხოების მოთხოვნები;

  • სამორბო გვარლების (mooring lines), კუდების (tails), სტოპერების (stoppers), მესენჯერების (messengers) და მათთან დაკავშირებული გემბანის მოწყობილობების ფუნქციები, ტიპები და მასალები;

  • გარემოსა და დინამიკური ძალების გავლენა სამორბო სისტემაზე და დატვირთვის განაწილებაზე;

  • LDBF, MBLSD, WLL და SWL-ის მნიშვნელობა და მათი ოპერაციული დანიშნულება;

  • სამორბო ჯალამბრების (mooring winches), მუხრუჭების, ქლაჩების (clutches), დოლებისა (drums) და ძირითადი გემბანის მოწყობილობების უსაფრთხოდ გამოყენების წესები;

  • წინასწარი სამორბო დაგეგმვის, რისკების შეფასების/JSA-სა და toolbox talk-ის ჩატარების პრინციპები;

  • ეფექტური, ორმხრივი (closed-loop) კომუნიკაციის მნიშვნელობა ხიდი–წინა გემბანი–უკანა გემბანი–ნაპირი/ბუქსირის ურთიერთქმედებისას;

  • line-of-fire, გვარლის მარყუჟში (bight) მოხვედრის, მოჭერის/ჩაჭყლეტის (pinch/crush) და დინამიკური უკუცემის (snap-back) საფრთხეები და უსაფრთხო პოზიციების შერჩევის წესები;

  • დამაგრების (mooring), გვარლების კონტროლის (line tending), მოხსნის (unmooring) და გვარლების აღდგენა/დახვევის (line recovery) ძირითადი ეტაპები;

  • სამორბო გვარლების, კუდების, ჯალამბრებისა და გემბანის მოწყობილობების შემოწმების და ხილული დაზიანებების ან ტექნიკური მომსახურების საჭიროების შეფასების წესები;

  • MSMP/LMP-ის დანიშნულება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოების მოთხოვნები;

  • სამორბო ჯალამბრის მუხრუჭის render test-ის დანიშნულება, უსაფრთხოების კონტროლის ზომები, ძირითადი პროცედურა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოების წესი;

  • სახიფათო პირობების, აღჭურვილობის გაუმართაობის, კომუნიკაციის დაკარგვის ან გვარლის გაწყვეტის რისკის შემთხვევაში სწორი რეაგირების წესები და სამუშაოს შეჩერების უფლებამოსილების (Stop-Work Authority) გამოყენება.

 

კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;
  • მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

Course Features

  • Lecture 0
  • Quiz 0
  • Duration 10 weeks
  • Skill level All levels
  • Language English
  • Students 0
  • Assessments Yes