Preaload Image
Back

თხევად აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა

Free
Advanced Training for Liquefied Gas Tanker Cargo Operations
Free

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • თხევადი აირის ფიზიკური და ქიმიური თვისებები, თხევადი აირების უსაფრთხო ტრანსპორტირების სათანადო განმარტებების ჩათვლით;
  • MARPOL-ის კონვენციის წესები, IMO-ს სხვა შესაბამისი დოკუმენტები, სამრეწველო სახელმძღვანელო და პორტის რეგულაციები, რომლებიც არეგულირებს თხევადი აირმზიდი ტანკერების ექსპლუატაციას;
  • სახიფათო ქიმიკატების გადამზიდი გემების კონსტრუქციისა და აღჭურვილობის საერთაშორისო კოდექსი (IBC), თხევადი აირმზიდიგემების კონსტრუქციისა და აღჭურვილობის საერთაშორისო კოდექსი (IGC) და სხვა რელევანტური რეგულაციები;
  • თხევადი აირმზიდი ტანკერის კონსტრუქცია, სისტემები და აღჭურვილობა;
  • გადაქაჩვის თეორია და მახასიათებლები, ტვირთის ტუმბოების ტიპები და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია;
  • ტანკერის უსაფრთხოების კულტურა და უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა;
  • აირის აღმოჩენის სისტემების, ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების დაკალიბრება და გამოყენების მონიტორინგი;
  • თხევადი ტვირთისსატვირთო ოპერაციების მზადყოფნაში მოყვანის, სტაბილურობისა და სტრუქტურული ერთობლიობის ეფექტურობა;
  • გემის პერსონალის ტვირთთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის მართვა და ზედამხედველობა;
  • მასალათა უსაფრთხოების მონაცემების ფურცლში არსებული ინფორმაცია;

კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები:

  • კომპეტენციის სერტიფიკატი STCW კონვენციის II/1, II/2 ან II/3 მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
  • განათლების დიპლომი ან ვახტის ოფიცრის ან რადიო-ოპერატორის კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;
  • მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ცნობა მეზღვაურის ჯამრთელობის შესახებ ან ჯამრთელობის ცნობა/ფორმა 100 სანაპირო აკვატორიის მეზღვაურებისთვის.

კურსის დეტალები

კურსის ხანგრძლივობა 32 საათი
ენა ინგლისური
მსმენელთა რაოდენობა 1-6

Course Features

  • Lectures 0
  • Quizzes 0
  • Duration 1 week
  • Skill level All levels
  • Language English
  • Students 222
  • Assessments Yes