კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- თხევადი გაზ მზიდ ტანკერების საბაზისო ცოდნა;
- საბაზისო ცოდნა თხევადი აირების ფიზიკური თვისებების შესახებ;
- ტანკერების უსაფრთხოების კულტურისა და უსაფრთხოების მართვის ცოდნა და გაგება;
- საბაზისო ცოდნა თხევადი გაზის ტანკერებზე სატვირთო ოპერაციების შესახებ;
- საბაზისო ცოდნა ტანკერების სატვირთო ოპერაციებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ;
- საბაზისო ცოდნა თხევადი გაზის ტანკერებზე საფრთხის კონტროლის შესახებ;
- მასალების უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილის (MSDS) გააზრება;
- აირის საზომი ხელსაწყოების და მსგავსი მოწყობილობების ფუნქციონირება და სათანადო გამოყენება;
- უსაფრთხოების აღჭურვილობისა და დამცავი მოწყობილობების სათანადო გამოყენება;
- საბაზისო ცოდნა უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკისა და პროცედურების შესახებ კანონმდებლობისა და მრეწველობის ინსტრუქციების შესაბამისად;
- პირველადი დახმარების საბაზისო ცოდნა მასალების უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილის (MSDS) მითითებით;
- საბაზისო ცოდნა საგანგებო პროცედურების შესახებ, მათ შორის საგანგებო გამორთვის შესახებ;
- ტანკერის ხანძრის ორგანიზაცია და განსახორციელებელი ქმედებები;
- განსაკუთრებული საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია ტვირთის გადაზიდვასთან და თხევადი აირების ნაყარი ტრანსპორტირებასთან;
- ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გაზის ხანძრის ჩასაქრობად;
- ხანძარსაწინააღმდეგო ქაფის ფიქსირებული სისტემის გამოყენება;
- პორტატული ხანძარსაწინააღმდეგო ქაფის გამოყენება;
- ფიქსირებული მშრალი ქიმიური სისტემების გამოყენება;
- საბაზისო ცოდნა დაღვრის შეკავების ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებთან დაკავშირებით;
კურსზე მსმენელთა ჩარიცხვის მოთხოვნები:
- კომპეტენციის სერტიფიკატი ან განათლების დიპლომი ან კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი;
- მეზღვაურის წიგნაკი ან სამოქალაქო პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- ცნობა მეზღვაურის ჯამრთელობის შესახებ ან ჯამრთელობის ცნობა ფორმა 100 სანაპირო აკვატორიის მეზღვაურებისთვის;
- აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბაზისო წვრთნა.
| კურსის ხანგრძლივობა | 28 საათი |
| ენა | ინგლისური |
| სტუდენტი | 1-6 |

Course Features
- Lecture 0
- Quiz 0
- Duration 10 weeks
- Skill level All levels
- Language English
- Students 0
- Assessments Yes





