Preaload Image
Back

ეს კურსი განკუთვნილია დამწყები ოფიცრებისთვის, რომლებმაც უკვე მიიღეს შესაბამისი საზღვაო განათლება და უნდათ განავითარონ და განაახლონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და უნარები. კურსი განიხილავს ყველა იმ საკითხს, რაც აუცილებელია მე-3 და მე-2 ოფიცრებისთვის. კურსის გავლის შემდეგ ისინი შეძლებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას გემზე. ასევე კურსი მოიცავს გასაუბრებისათვის მომზადებას.

 

 

მოდულის დასახელება

აღწერა

ხანგრძლივობა

1

ხანძართან ბრძოლის, სიცოცხლის გადარჩენისა და პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობების გამოყენება (FFE, LSA და PPE)

მოდული აღწერს გემებზე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ტიპებს, მათ კლასიფიკაციას, გამოყენების მეთოდებს, მომსახურებას და ინსპექტირებას. ასევე პირადი და გუნდური, სამაშველო და უსაფრთხოების აღჭურვილობების გამოყენებას. დიდი ყურადღება ეთმობა პერსონალის უსაფრთხოებისათვის საჭირო აღჭურვილობის გამოყენების მეთოდებს, თუ როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა მომწამვლელი, ტოქსიკური და აალებადი აირები დახურულ სივრცეში.

ნაწილი 1 – 8 სთ

ნაწილი 2 – 8 სთ

ნაწილი 3 – 8 სთ

 

2

საერთაშორისო საზღვაო კონვენციები და გემის ოპერირება (ISM / SMS / ISPS)

მოდული აღწერს ძირითად საერთაშორისო საზღვაო კონვენციებს, მათ გამოყენებასა და დანიშნულებას. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რომელი მოთხოვნა რომელ კონვენციას შეესაბამება და როგორ რეგულირდება ისინი გემზე.

გემის მენეჯმენტი მოიცავს დოკუმენტების მიმოქცევას, სერთიფიკატებსა და სხვადასხვა დოკუმენტებზე მონიტორინგს, ასევე  გემებზე შიდა/გარე აუდიტის ჩატარებას.

ნაწილი 4 – 4 სთ

ნაწილი 5 – 8 სთ

 

3

საკომუნიკაციო და სანავიგაციო აღჭურვილობები

მოდული აღწერს საკომუნიკაციო აღჭურვილობის გაცემის წესებს. ის ასევე მოიცავს პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, თუ როგორ უნდა დამყარდეს კომუნიკაცია გემებსა და სახმელეთო სადგურებს შორის. დიდი ყურადღება ეთმობა სანავიგაციო ხიდის აღჭურვილობას, რომლის გამოყენება აუცილებელია ყველა ოფიცრისთვის.

 

ნაწილი 6 – 4 სთ

ნაწილი 7 – 4 სთ

 

4

გემის ნავიგაცია

მოდული აღწერს გემის ნავიგაციის საკითხებს, სხვადასხვა პირობებში და გარემოებებში, როგორიცაა ასტრო ნავიგაცია. მოდულში გამოყენებულია ნავიგაციის თანამედროვე მეთოდები და განმარტებები, რაც მეზღვაურებს პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში დაეხმარება.

 

ნაწილი 8 – 8 სთ

ნაწილი 9 – 8 სთ

 

5

ECDIS საბაზისო შესწავლა თანამედროვე სიმულატორების მეშვეიბით.

მოდული აღწერს, ელექტრონული სქემების, გამოყენების სხვადასხვა მეთოდებს

ნაწილი 10 – 16 სთ

6

გემების მართვა და მანევრირება, COLREG 72

მოდული აღწერს გემის მართვას სხვადასხვა სიტუაციებში/პირობებში, ანკორაჟის მეთოდებს, ნავმისადგომთან გემის  ჩაბმა-ჩახსნის ოპერაციებს, STS ოპერაციას და ა.შ.

ასევე, COLREG-ის წესებს, მოთხოვნებს ხილვადობის სხვადასხვა პირობებში, სანავიგაციო განათებისა და სიგნალების გამოყენების წესებს.

ნაწილი 11 – 8 სთ

ნაწილი 12 – 8 სთ

7

გემის მდგრადობა და სატვირთო ოპერაციები

მოდული აღწერს გემის სტაბილურობას.  გემის მომზადებას სატვირთო ოპერაციებისთვის, ტვირთისათვის სატვირთო ავზების მომზადებასა და მათ შემოწმებას

ნაწილი 13 – 16 სთ

 

8

გასაუბრებისათვის მომზადება

დასაქმების წინაპირობაა, გემთმფლობელის მიერ მოთხოვნილი გასაუბრების გავლა. ეს მოდული მომზადებულია იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც საზღვაო ოფიცერს სჭირდება გასაუბრების გასავლელად.

ნაწილი 14 – 16 სთ

 

 

 

 

მთლიანი კურსის ხანგრძლივობა 26 დღე