საზღვაო საწვრთნელი ცენტრი მერიდიანის მსმენელები ტრეინინგ კურსების პრაქტიკულ წვრთნებს ჩვენს სასწავლო ბაზაზე გადიან.
სასწავლო ბაზა სრულად აკმაყოფილებს არსებულ საზღვაო პრაქტიკას და შესაბამის საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს.
ბაზაზე ვახორციელებთ შემდეგი კონვენციური კურსების პრაქტიკულ წვრთნებს:
- ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი;
- ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა.
- ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები;
- ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა;
- თხევად აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზღვაურებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოებაც. ეს ბაზა გვაძლევს საშუალებას ჩვენმა მსმენელებმა გაიარონ წვრთნები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში!
Meridian Maritime Training Centre-ში სწავლების პრაქტიკული ნაწილი ტარდება
ჩვენს სპეციალურად აღჭურვილ საწვრთნელ ბაზაზე, სადაც განთავსებულია
საცურაო აუზი და სამაშველო კანჯო.
აღნიშნული ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს მსმენელებს მიიღონ
პრაქტიკული გამოცდილება რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ
პირობებში, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
პრაქტიკული სწავლება ტარდება შემდეგი კურსების ფარგლებში:
- კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების
მართვა გარდა სწრაფმავალი სამაშველოკატარღების მართვა (PSC &
RB) - პირადი გადარჩენის მეთოდები (PST)
ჩვენი მიზანია მეზღვაურებს მივაწოდოთ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე
აუცილებელი პრაქტიკული უნარები, რათა მათ შეძლონ ეფექტურად
მოქმედება საგანგებო სიტუაციებში და უზრუნველყონ საკუთარი და
ეკიპაჟის უსაფრთხოება ზღვაზე


