
მერიდიანმა წარმატებით გაიარა კომპანია Lucent-ის აუდიტი
Meridian Maritime Training Centre საზღვაო კომპანია Lucent-ის პარტნიორია
თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენს სასწავლო ცენტრს Lucent-ის წარმომადგენლები ეწვივნენ: კომპანიის დირექტორი თემელი შაშიკაშვილი და გენერალური მენეჯერი მამუკა თავართქილაძე. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა აუდიტი, რომლის მიზანი თანამშრომლობის ხარისხის შეფასება, არსებული პროცესების გაუმჯობესება და პროფესიული სტანდარტების კიდევ უფრო განვითარებაა.
Lucent-ი წამყვანი საკრუინგო კომპანიაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზღვაო სფეროში პროფესიული კადრების დასაქმებისა და განვითარების მიმართულებით.
ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხარისხიანი საზღვაო განათლების უზრუნველყოფა და სანდო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა
