
რუსუდან ვადაჭკორია
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. რუსუდანი არის პროფესორი, ბიოლოგიის/მიკრობიოლოგიის დოქტორი. პოსტ-სადოქტორო სწავლება გაიარა გერმანიასა და ბულგარეთში. აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებებით. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია, რომლის ფარგლებშიც ატარებდა ცდებს სამედიცინო ბიოლოგიის დარგში. აქვს ფართო საგანმანათლებო გამოცდილება. თავისუფლად საუბრობს ოთხ ენაზე. რუსუდანი პასუხისმგებელია მერიდიანის მიერ განხორციელებული მომსახურების ხარისხზე. ის აანალიზებს მომხმარებელთა შეფასებებს და უზრუნველყოფს მათ კომპანიაში ინტეგრირებას. რუსუდანი უზრუნველყოფს მერიდიანის მიერ გაწეული მომსახურების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობას.